ირაკლი კობახიძე - ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა გამოიღებს შედეგს


ავტორი
Front News საქართველო
კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მშვიდობის პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოცხადების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს.
"კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა კონკრეტული ნება საპარლამენტო არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის, მშვიდობის პოლიტიკისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე. გახსოვთ, რომ არჩევნებამდეც იყო გაშლილი კამპანია ხელისუფლების, მმართველი გუნდის წინააღმდეგ. პირდაპირი გარე ჩარევა იყო ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს“,- განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს