Logo

ირაკლი კობახიძე – ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ, ეს არის დღევანდელი რეალობა და ხვალაც ასე იქნება

პოლიტიკა
09.09.2022 / 17:40
Frontnews image description

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ამიტომ ისინი ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

“ივლისსა და აგვისტოში საპარლამენტო უმრავლესობა ძალიან აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ 12 პუნქტი შესრულებულიყო. ყველა მიმართულებით არის პროგრესი, ეს არის ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე. საზოგადოება ხედავს როგორ მუშაობდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება.

 

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, საზოგადოება მათ დამოკიდებულებასაც ხედავს. ისინი ყოველდღიურად რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე საუბრობენ – მათ აქვთ დესტრუქციული როლი. მთავარია, რომ მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნულოვანი. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალიან მცირე მხარდაჭერა და ნულოვანი რესურსი რომ რაიმე არეულობა მოაწყოს ქვეყანაში და ომში ჩართოს. იგივე ეხება არჩევნებს. არჩევნებსაც სჭირდება იგივე, რაც ქუჩას, არც იქ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ხვალაც ასე იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
მსგავსი სიახლეები
Frontnews - Similar news image

ირაკლი კობახიძე – ვერც ელჩის გაწვევა და ვერც სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ქართველებს და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს არის ყველაზე ფასეული

Frontnews - Similar news image

ირაკლი კობახიძე – როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა, ეს არის სირცხვილი და ეს მიზანმიმართული პროცესია

Frontnews - Similar news image

ირაკლი კობახიძე – გუშინ 15 კილომეტრი ავტობანი გაიხსნა, არავის არ აინტერესებს ეს მედიაში და აინტერესებთ კრიმინალი სააკაშვილი სად იქნება და როგორ იქნება, მართლა ყელში ამოვიდა