
ავტორი
Front News საქართველო
ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ კონტექსტს, საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძემ გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და აღნიშნა, რომ სენაკში არჩევნების მოგება პრინციპული იყო, რადგან ამ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის საკითხი წყდებოდა.
“ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ კონტექსტს, საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე, იოლად მოვიპოვეთ გამარჯვება ამ არჩევნებში. ჩვენს კანდიდატს მივულოცავ გამარჯვებას. ძალიან პრინციპული იყო ჩვენთვის სენაკში არჩევნების მოგება, იმიტომ, რომ უმრავლესობის საკითხი წყდებოდა ამ მუნიციპალიტეტში. ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ უკვე სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს