
ავტორი
Front News საქართველო
ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება, ვერც რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მით უმეტეს, ვერც გათავისუფლების/შინაპატიმრობის საფუძველი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან მარტივად არის აქ საქმე – საპატიმროებში, თქვენ იცით, ვითარება არის რადიკალურად გაუმჯობესებული მომსახურების თვალსაზრისით. ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა ციხეებში. დღეს არის 12-ჯერ შემცირებული ეს სტატისტიკა, იმიტომ, რომ არის სრულიად სხვა მომსახურება და პირობები.
შესაბამისად, თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ასე შემდეგ, ეს წარმატებული ვერ იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს