ირაკლი კობახიძე – ვერცერთი კრიტერიუმის მიხედვით ვერ დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერცერთი კრიტერიუმის მიხედვით ვერ დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
“ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსები, რაღაცაზე მეტი და რომელსაც აქვს პოლიტიკაზე გავლენა. ეს არის ორი არსებითი კრიტერიუმი. შეიძლება, სხვა კრიტერიუმზეც ვისაუბროთ, მაგრამ ორი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ესაა. თუ ჩვენ ამ კრიტერიუმებს გავყვებით, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი, არც უკრაინული და არც ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ოლიგარქი არ არის“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე “იმედის კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, “ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და ეს უსამშობლო ადამიანებს არ მოსწონთ”.
“ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და ეს არ მოსწონთ მათ, რადგან ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. მათთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ვიღაც აკეთებს ქართულ საქმეს და განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ, ამ კუთხით, განსაკუთრებით ბევრს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის აბსოლუტურად უსაფუძვლო ეპითეტები, რომლებსაც ისინი ყენებენ. ეს პირდაპირ მათ უსამშობლობას უნდა მივაწეროთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – დაახლოებით 1,5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან და იმის შემდეგ არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის რაიმე ფორმით ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში, აქედან გამომდინარე, ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ

ირაკლი კობახიძე – თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი დისტანცირების პირობებშიც კი არის ფაქტორი, რომელიც ხალხს ეიმედება