Logo

ირაკლი კობახიძე - ვეცდებით, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში დავიწყოთ პროცედურები სოფელ დუისში საჯარო სკოლის  მშენებლობისთვის

პოლიტიკა
258
Frontnews image description

ჩვენ გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების სია და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

"ჩვენ სია გვაქვს შედგენილი პრიორიტეტული სკოლების და ამ სიაში შედის სოფელ დუისის სკოლა. შესაბამისად, პროცედურები დაიწყება და ვეცდებით, მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში, პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები და შესაბამისად, საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ დუისში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები