Logo

ირაკლი კობახიძე - ვიდრე ბოლნისის მერობის კანდიდატი დატოვებდა "ლელოს“, მანამდე მთელი ხელმძღვანელობა გავიდა პარტიიდან

პოლიტიკა
250
Frontnews image description

ვიდრე ბოლნისის მერობის კანდიდატი დატოვებდა „ლელოს“, მანამდე მთელი ხელმძღვანელობა გავიდა პარტიიდან, ეს აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობა, სადამდეც ამ პარტიამ და ზოგადად, ოპოზიციურმა რადიკალურმა პარტიებმა მიიყვანეს საკუთარი თავი.

"ვიდრე ბოლნისის მერობის კანდიდატი დატოვებდა „ლელოს“, მანამდე მთელი „ლიდერშიპი“, თუ შეიძლება "ლიდერშიპი“ ჰყავდეს „ლელოს“, არ ვიცი, მთელი ხელმძღვანელობა გავიდა პარტიიდან. საბა ბუაძეც სუსს გაუყვანია „ლელოდან“ და კიდევ არაერთი სხვა ლიდერი იყო. რა თქმა უნდა, ხედავენ, რომ პარტია ეშლებათ, ვიღაცას უნდა გადააბრალონ  და ამ შემთხვევაში აირჩიეს სუსი. ყველა ხედავს, რომ პარტია ეშლებათ, ხელმძღვანელი თანამდებობის პირებიც ტოვებენ პარტიას, იქ რეგიონული კანდიდატები ტოვებენ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობა, სადამდეც ამ პარტიამ და ზოგადად, ოპოზიციურმა რადიკალურმა პარტიებმა მიიყვანეს საკუთარი თავი“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement