ირაკლი კობახიძე - ვიღაც პირდაპირ ცდილობს აერიდოს დებატებს და ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს

ავტორი
Front News საქართველო
ვიღაც პირდაპირ ცდილობს აერიდოს დებატებს და ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს თემებთან დაკავშირებით და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ, ვისაც ეს დავალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის დავალებაა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს.
"ვიღაც პირდაპირ ცდილობს აერიდოს დებატებს და ვიღაც ირიბი მეთოდებით ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს დისკუსია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ულტიმატუმების დაყენება და ა.შ. რაც, თავისთავად, კიდევ ერთხელ არის იმ ყველაფრის ლუსტრაცია, რაზეც ჩემს განცხადებაში იყო საუბარი. მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს თემებთან დაკავშირებით და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, ესაა მათი დავალება. ვისაც ეს დავალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენი დეტალები, ბუნებრივია, დაზუსტდება ახლო მომავალში", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




