Logo

ირაკლი კობახიძე - ვიღაცებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესები და ამ სუბიექტური ინტერესების რეალიზებისათვის უხდიდნენ ხაბეიშვილს

პოლიტიკა
342
Frontnews image description

ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ვიღაცებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესები და ამ სუბიექტური ინტერესების რეალიზებისათვის უხდიდნენ, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დანარჩენზე შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ.

"მთავარი არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს სამართლისა და კანონის უზენაესობა. ეს პრინციპია მთავარი, რასაც მაქსიმალურად მკაცრად ვამკვიდრებთ ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის უწყებებზე. რაც შეეხება კავშირს ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის დაკავებას შორის, ასეთი პირდაპირი კავშირი, არ ვიცი, მე არ ვარ უფლებამოსილი უარვყო ან დავადასტურო ასეთი რამ, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად, ლევან ხაბეიშვილიც არის კორუფციის, კონკრეტულად პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება. ის წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს, კონკრეტული წყაროდან და მოგვიანებითაც აგრძელებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაშიც. ჯერ იყო 3000 ლარი, შემდეგ გახდა 5000 და სახელფასო უწყისში იყო გამოყენებული მის მიმართ სახელი - ანიტა. მე არასდროს მიფიქრია შეურაცხყოფისთვის ამ სახელის ხსენება. შავი ფულის უწყისში ეწერა ეს სახელი და 3 000 ლარიდან ბოლო პერიოდში 5 000 ლარამდეც გაუზარდეს მას ხელფასი. ახლა რამდენს იღებს, არ ვიცი. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა ის ამ თანხას, აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ. ეს ბრალდება ხაბეიშვილთან მიმართებით გაისმა საპარლამენტო დარბაზშიც. დაახლოებით სამი წლის წინ. ყველამ ყველაფერი იცის. ვიღაცები დამწუხრებულები იყვნენ იმის გამო, რომ აგენტი გაიშიფრა. ხაბეიშვილს ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა ალბათ საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement