ირაკლი კობახიძე - ვიმედოვნებთ, 2030 წლამდე ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება

ავტორი
Front News საქართველო
ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.
"ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, სწორედ ჩვენმა მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის კონსტიტუციაშიც შეგხვდებათ შესაბამისი ნორმა, რომლითაც გაცხადებულია, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური მიზანია.
ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება განსხვავებულია, კონტრპროდუქტიულია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


