
ავტორი
Front News საქართველო
ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი და ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის შემდგომი ზრდა უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
"ჩვენ მთავარია შევუნარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ბიზნესსექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა, უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს