Logo

ირაკლი კობახიძე – ვინც არ დაემორჩილება “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დაეკისრება 25 000-ლარიანი ჯარიმა

პოლიტიკა
1079
Frontnews image description

გამჭვირვალობის შესახებ კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი  ჯარიმა, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

 

მისი თქმით, აქ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება.

 

“არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები