
ავტორი
Front News საქართველო
მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ეხებოდა.
მისი თქმით, ისიც არის ანგარიშგასაწევი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაშიც შეიყვანეს, ისეთ პროცესში ჩართეს, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდოდათ.
"მიხარია, რომ პროცესი დაიძრა. ჩვენ ვთქვით, რომ სადაც იქნებოდა აღიარება, სინანული, იქ გვექნებოდა შესაბამისი რეაგირება. მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, მნიშვნელოვანია. ჩვენი პირობა ძალაშია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება. ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
ისიც არის ანგარიშგასაწევი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაშიც შეიყვანეს, ისეთ პროცესში ჩართეს, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდოდათ მათ.
საბოლოო ჯამში, სრულად ვერავინ ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას, მორალურ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ პირდაპირ სათაური იყო ამ აქციის - დამხობის აქცია. დამხობის აქციაზე გავიდა არაერთი ადამიანი, პოლიტიკოსები, სალომე ზურაბიშვილიც დამხობის ჟინით მივიდა იმ აქციაზე, თუმცა წამოვიდა იმედგაცრუებული, ვიღაც გაჰყვა პრეზიდენტის სასახლემდე, ვიღაც არ გაჰყვა.
მთავარია, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი. ეს არის მთავარი. არავის ციხეში ყოფნა არავის არ უხარია, მთავარია, გვქონდეს პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ მომავალში არავინ არც გაიფიქროს ასეთი ქმედებების დაგეგმვა. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს