ირაკლი კობახიძე - ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ახალგაზრდების იდეოლოგიურად მოწამვლას, იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს


ავტორი
Front News საქართველო
ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის, რომ სახელმწიფო ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
"აღრიცხვაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლო ნარკომანიას. ეს არის პრობლემური საკითხი. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციაც არ აქვს მკაფიოდ სახელმწიფოს. ყველა ამ მიმართულებით გვექნება შედეგები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცებს სურდათ საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც არის ლიბერალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ესეც იგივე ხელით არის დალაგებული ვინც ჩვენ გვედავება დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ვინც ცდილობს იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს. ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი. აქაც ვერ ვიქნებით ჩვენ ვერც ტოლერანტები და ვერც გულხელდაკრეფილი, აქაც დაგვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს