
ავტორი
Front News საქართველო
ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. ვფიქრობ, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების კეთება, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას – “სტრასბურგში გვარამიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ვიოლა ფონ კრამონმა მხარი დაუჭირა ახალგაზრდებს და თქვა, რომ ახალი თაობა ცვლილებებს მოიტანს, ასევე ისაუბრა, რომ წინასაარჩევნოდ იქნება ზეწოლა მოსახლეობაზე. რაზე დაყრდნობით საუბრობს და რა ცვლილებებს გულისხმობს?“
კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგს მიყვება.
“ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი, თუ რა დავარქვა ამას, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დამატებით კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მივიჩნევ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს