Logo

ირაკლი კობახიძე – ვისაც საქართველოში ომი უნდოდა, ის ციხეშია და კიდევ დიდხანს იქნება

პოლიტიკა
353
Frontnews image description

მელია, რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში დოკუმენტს აინიცირებს. ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის, იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ არც ერთ საგარეო რეზოლუციას არც კი განვიხილავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ პარტიის ოფისში გაკეთებულ განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას უკრაინაში გენოციდის აღიარების  თაობაზე.

 

კობახიძის თქმით, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა პირდაპირ კავშირშია საქართველოში ომის გაჩაღების ინტერესთან.

 

“უკვე კომიკურ მდგომარეობაში არიან. მელია, კაცი, რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში დოკუმენტს აინიცირებს. წარმოიდგინეთ, მათი მდგომარეობა რამდენად კომიკურია, ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის, იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ არც ერთ საგარეო რეზოლუციას არც კი განვიხილავთ, რადგან მიმართულია ერთი და იმავე მიზნისკენ, რაც არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. ამას არ დავუშვებთ. ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული ინიციატივა პირდაპირ კავშირშია საქართველოში ომის გაჩაღების ინტერესთან. ნებისმიერი მათი ინიციატივა ომის პარტიის ინტერესებს ემსახურება. ბუნებრივია, ამაში არ შევალთ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ საკითხთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადების ის ნაწილიც შეაფასა, სადაც ამბობს, რომ ევროპული ქვეყნის არაერთმა პარლამენტმა უკვე მიიღო დადგენილება უკრაინაში აღიარებითი გენოციდის შესახებ.

 

“რამდენი პარლამენტი იცით, ვინც გენოციდი აღიარა? – კონკრეტულად გენოციდზე გეკითხებით და პასუხი არ გაქვთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ომის პარტიას არც ერთ საგარეო ინიციატივაში არ შევყვებით. მიზანია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რასაც არ დავუშვებთ. ვისაც საქართველოში ომი უნდოდა, ის ციხეშია და კიდევ დიდი ხანი იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები