ირაკლი კობახიძე - ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია

ავტორი
Front News საქართველო
ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პარლამენტში გერმანიის გავლენიანი ცენტრისტულ-მემარჯვენე დელეგაციის ხელმძღვანელის ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მისი თქმით, კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების მიმართულებით არსებობს სერიოზულ უკუსვლა და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.
"ეს მიანიშნებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს ყველაფერი არის ჯამში, კორუფცია. ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით - კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით. ყველა მიმართულებით ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


