ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული


ავტორი
Front News საქართველო
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებებით ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ საქართველოში.
"თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით რაღაც არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებითს, აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილებას და ა.შ. ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში. ამის იმედი თუ ვინმეს აქვს, კონტპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს