ირაკლი კობახიძე - ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას

ავტორი
Front News საქართველო
სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, შეიქმნას ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი.
"სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, მათ შორის, ჩვენთვის მთავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს. შეიძლება, რაღაც შედეგები იყოს უზრუნველყოფილი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი. ამაზე ვმუშაობთ პარალელურ რეჟიმში. საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას, როგორც კი ეს პროექტი საბოლოოდ დამუშავდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




