ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც


ავტორი
Front News საქართველო
მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც ბანკებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ.
"ზოგადად, ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, საფრთხეს უქმნის სანდოობას საბანკო სისტემის მიმართ, შესაბამისად ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამ მიდგომის გადახედვას, არის აბსოლუტურად ლოგიკური. აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ. მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს