ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ორშაბათისთვის უკვე შესაძლებელი იქნება სარჩელის შეტანაც


ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი თითქმის მზად არის, ბოლო განხილვებია დარჩენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელი უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
"საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი თითქმის მზად არის, ბოლო განხილვებია დარჩენილი. პირველ რიგში, მუშაობს პარლამენტი, დეპუტატები მუშაობენ და რა თქმა უნდა, მეც პირადად ვინტერესდები ამ ტექსტით. სარჩელი უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ ორშაბათისთვის უკვე ყველაფერი დაზუსტდება, როგორც სარჩელის ტექსტი, ასევე - ჩამონათვალის და ვფიქრობ, რომ ორშაბათისთვის უკვე შესაძლებელი იქნება სარჩელის შეტანაც.
არ შევა მთელი რიგი პარტიები, ვინც არ იყო ჩართული სისხლიანი რეჟიმის საქმიანობაში თავის დროზე და მეორე, ვინც არ იყო ამ მრავალწლიან საბოტაჟში ჩართული, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლიდან დღემდე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა