ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტებში არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანები, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით, გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე.
"მეხუთე მიზანი ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. როგორც უკვე ითქვა, შრომის ბაზრის ანალიზს უნდა დაეფუძნოს კვოტების გადანაწილება უნივერსიტეტებზე და კერძო სექტორთან, ბიზნესთან თანამშრომლობით უკვე გვქონდა წინასწარი კონსულტაციები, მომზადდება სიღრმისეული ანალიზი, მომავალში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნება სწორედ ასეთ ანალიზს.
რაც შეეხება დაფინანსების სისტემას, ვფიქრობთ, რომ არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს. სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანები, სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე. რა თქმა უნდა, ფინანსების განაწილების დროს, გათვალისწინებული იქნება, მათ შორის განსხვავებული ფინანსური საჭიროებები. მაგალითად მედიცინის ფაკულტეტზე თუ ჯდება უფრო ძვირი სტუდენტის მომზადება, მას მიეცემა უფრო დიდი დაფინანსება, ვიდრე მაგალითად, პირობითად იურიდიულ ან ეკონომიკურ ფაკულტეტზე თითოეული სტუდენტისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


