Logo

ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში

პოლიტიკა
159
Frontnews image description

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არაუგვიანეს 2 კვირაში უნდა არსებობდეს რაღაც ფორმატები და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის.

"ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის ჩაკეტილი წრე შეუძლია, რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება, გახდეს ამ თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომლითაც დღეს გამოვედით. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი, არაუგვიანეს 2 კვირისა, რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები