Logo

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, მომავალი წლის დასაწყისიდან მეტად დამშვიდდება მსოფლიო და შემცირდება პოლიტიკური წნეხიც საქართველოში

პოლიტიკა
1289
Frontnews image description

რთული ვითარებაა მსოფლიოში, არის კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ამ ჭრილში გამოწვევები არის ძალიან სერიოზული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

 

მისი თქმით, არის გარკვეული თემები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა განიხილება.

 

“რთული ვითარებაა მსოფლიოში. არის კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. არაერთი ტერაქტი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ტერაქტი ან სავარაუდო ტერაქტი რაც ვიხილეთ. რაც შეეხება ჩვენს გამოწვევებს ამ ჭრილში, გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. რაც შეეხება იმას, რა საუბრები წარიმართებოდა დახურულ კარს მიღმა, ამ თემაზე მოვერიდები საუბარს. აქაც ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სხვადასხვა სუბიექტის რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, არის გარკვეული თემები, რაზეც მოვერიდები საუბარს, იგივე რაც შეეხებოდა სანქციებთან მიერთებას, რაც შეეხებოდა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, უშუალოდ მეორე ფრონტის გახსნას, ვინ გვესაუბრებოდა ამაზე, ვინ არ გვესაუბრებოდა, ამ თემებში შესვლა დღეს უბრალოდ არ მინდა.

 

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს რეგიონში, ვითარების განვითარებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის გარშემო – ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოცემულობა არის საკმაოდ შემაშფოთებელი, ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან რეგიონში და გლობალურად ვითარება შეიცვლება სასიკეთოდ. უფრო მეტად დამშვიდდება რეგიონიც და მთლიანად მსოფლიოც. ამის დიდი იმედი გვაქვს და ასეთ ვითარებაში შემცირდება პოლიტიკური წნეხიც საქართველოში. ამის რეალური პერსპექტივაც არსებობს, დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ყველანაირი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუმცა ჩემი პირადი, საფუძვლიანი მოლოდინი არის ოპტიმისტური მსოფლიოში და რეგიონში ვითარების ცვლილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები