Logo

ირაკლი კობახიძე - ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში

პოლიტიკა
216
Frontnews image description

არჩევნებში კიდევ ერთხელ მივიღეთ მაღალი ნდობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს და ხაზს ვუსვამთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვეკისრა ამ ნდობის საფუძველზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„სამი წელი გვაქვს, რომელიც არის არჩევნებისგან თავისუფალი და ამ პერიოდის განმავლობაში გვექნება იმის შესაძლებლობა, მთლიანად ვიყოთ გადართული ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პირდაპირი გაგებით ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეროვნულ დონეზეც გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ძალიან მალე ვაპირებთ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციას, ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაიზრდება ეფექტიანობა პროექტების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით და არაერთი ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს ინიციირებული, ბოლომდე მისაყვანი და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ. ადგილობრივ თვითმმართველობას რაც შეეხება, მუდმივად იზრდება მათი შემოსავლები, რაც იძლევა მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური პროგრამების გაფართოების საშუალებას. მართვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქაც არის დიდი რესურსი და ამით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში. ამით იქნება გამორჩეული შემდეგი სამი წელი და შემდეგი ოთხი წელი, ვგულისხმობ თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადას. მთლიანად ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement