Logo

ირაკლი კობახიძე – ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა

პოლიტიკა
1423
Frontnews image description

ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე დაელოდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.

“შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი მხრიდან რაც მთავარია, არის სრული მზაობა, იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. უფრო მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები