ირაკლი კობახიძე - ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში

ავტორი
Front News საქართველო
ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - "მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ წამოიწყო დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის კომუნიკაციის არხების შექმნას.
"წამოვიწყეთ და ხელი შევუწყვეთ დისკუსიებს, რითაც ვადასტურებთ ერთგულებას მეტად სტაბილური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული რეგიონული გარემოს ხელშეწყობისადმი. საქართველო კვლავაც სრულად ერთგულია პარტნიორებთან თანამშრომლობის იდეისადმი, რათა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის იდეალები კონკრეტულ და ხანგრძლივ პროგრესად გარდაიქმნას. გვჯერა, რომ მდგრადი მომავალი მოითხოვს როგორც დიალოგს, ისევე ქმედებას და რომ ჩვენი საერთო მიზნები ერთობლივ ძალისხმევას ეფუძნება. ერთად ჩვენ შეგვიძლია მეტად უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი მომავლის შექმნა მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




