ირაკლი კობახიძე – ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩევლის დამსახურებაა, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“.
“კიდევ ერთხელ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას, ვულოცავ მილიონ 120 ათასზე მეტ ამომრჩეველს, სწორედ მათი მანდატის წყალობით შევძელით არჩევნებში მხარი დაგვეჭირა მიხეილ ყაველაშვილისთვის და სწორედ ამ მხარდაჭერის დამსახურებაა მისი გამარჯვება პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა არა მარტო ჩვენ ამომრჩეველს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა, მოღვაწეობა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვფიქრობ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში

ირაკლი კობახიძე – მადლობა მიხეილ ყაველაშვილს 613 პატიმრის შეწყალებისთვის