ირაკლი კობახიძე – ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა

ავტორი
Front News საქართველო
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში, მაღალი შეფასება მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპული კომიტეტების წარმომადგენლების, მათი ხელმძღვანელების მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებაში.
“აღინიშნა, რომ თამასა ასწია ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ტურნირის მასპინძლობის თვალსაზრისით და მადლობა უნდა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებაში. მადლობა სპორტის სამინისტროს, მინისტრს, შალვა გოგოლაძეს, ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვს. მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ხარაბელს, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ასეთი ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში და მოხარული ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მიიღო მასპინძლობამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ასეთი შეჯიბრებები ჩვენს ქვეყანაში და ამ ტურნირებს ვუმასპინძლოთ უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




