ირაკლი კობახიძე - ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

ავტორი
Front News საქართველო
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პარალიმპიელი სპორტსმენებისთვის იდენტური ჯილდოები იქნება გათვალისწინებული, რაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის იყო.
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს მედლისთვის - მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




