
ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკური ზრდის კუთხით, უკვე გამოქვეყნებულია პირველი 6 თვის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველად პროგნოზს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეს არის კორუფციის აღმოფხვრა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას.
"წინა თვეში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 8.6 % და 6 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 7.9% , რაც არის ბევრად მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ამას პროგნოზირებდა დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ სხვა საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეს არის კორუფციის აღმოფხვრა. თქვენ იცით, რომ ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია და ეს პირდაპირ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას. პირველი ნახევარი წელი დავხურეთ ჩვენ 7.9 %-ით, შესაბამისად, ბუნებრივია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჰქონდა ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გადაეხედა საკუთარი პროგნოზისთვის და გაეზარდა პირვანდელი პროგნოზი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს