
ავტორი
Front News საქართველო
ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონია ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარალიმპიური სპორტის ხელშესაწყობად და პარასპორტსმენებს პარიზში ასპარეზობისას წარმატებები უსურვა.
“იცით, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს ზოგადად ქართული სპორტის დასახმარებლად, მათ შორის, პარალიმპიური სახეობებს. 2012 წლამდე სპორტის ორ სახეობაში მხოლოდ 3 სპორტსმენი გვყავდა, თანდათანობით ვითარდება პარალიმპიური სახეობები და დღეისათვის პარალიმპიური კომიტეტი 15 სახეობაში მოასპარეზე 350 სპორტსმენს აერთიანებს. ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ასეთი მაჩვენებელი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე – 6 სახეობაში 14 პარასპორსტმენი იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი – ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზე თქვენი წარმატებისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება. ჩვენი მზერა, თავიდან ბოლომდე, თქვენკენ იქნება მოპყრობილი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულები დაგიბრუნდებით თბილისში“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს