ირაკლი კობახიძემ ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მათ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.
პრემიერი სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის საეპისკოპოსო სასახლის სატრაპეზოს შიდა სივრცისა და ფეიქარ-ხანის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ტაძრის გუმბათზე აღიმართა დიდი თითბრის ჯვარი, შესრულდა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.
აღდგა საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავი. ასევე სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს