
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება.
ამ ეტაპზე ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.
პრემიერ-მინისტრი გაეცნო პროექტს, რომლის თანახმად კულტურის სახლი, სრულყოფილი რეაბილიტაციის შედეგად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და ამავდროულად, ადაპტირებული იქნება თანამედროვე სტანდარტებთან.
“ამბროლაურის კულტურის სახლი არის უნიკალური შენობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. აქ მოეწყობა მრავალი ფუნქციით დატვირთული სივრცეები. აქ იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენების სივრცე, ასევე სამუზეუმო სივრცე. უნიკალური ექსპონატები აქვს ამბროლაურის კულტურის სახლს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თანამედროვე სტანდარტების სივრცეში იყოს განთავსებული ყველა ეს შესაბამისი ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეაბილიტაციის შედეგად შენობა გახდება მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი, რომელიც სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს გააერთიანებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს