ირაკლი კობახიძემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მეუფე თეოდორესთან ერთად, აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პროექტის დეტალებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნო. ტაძარი, რომლის მშენებლობაც დასრულების ეტაპზეა, იმ ისტორიული იერსახით აღდგა, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა და აღდგენილ ტაძარზე შენარჩუნებულია უძველესი დეტალები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გუმბათის გადახურვა.
ტაძრის რეაბილიტაციისთვის ფონდმა “ქართუმ” დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
ირაკლი კობახიძეს მეუფე თეოდორემ, მრევლის სახელით, საჩუქრად წმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




