Logo

ირაკლი კობახიძემ ბორჯომის ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა 

პოლიტიკა
66
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ბორჯომის ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე კოლეჯის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ პროფესიული კოლეჯი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო პროფესიული პროგრამების შესახებ. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, კოლეჯი ძირითადად ტურიზმის, სატყეო, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს, რაც თანხვედრაშია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოსახლეობის საჭიროებებთან.

მშენებლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 9 513 505 ლარია. 

Advertisement