ირაკლი კობახიძემ ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა. ბაზისთვის აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა სახის ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს. მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია საოფისე, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ნომრები ჩამოსული სპორტსმენებისთვის.
პროექტის ბიუჯეტი – 4 794 361 ლარია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს