Logo

ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ბაქოში დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

პოლიტიკა
932
Frontnews image description

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება.

3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.

ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თაგები:

ბაქო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები