
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად დაესწრო.
ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ფოთში გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შემეცნებით აქტივობებში.
საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს