Logo

ირაკლი კობახიძემ დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა

პოლიტიკა
598
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა.

ცენტრში დიდი და პატარა აუზები, ფიტნესდარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები იფუნქციონირებს. შენობაში განთავსებულია მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

პროექტის ჯამური ღირებულება 17 186 593 ლარს შეადგენს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები