ირაკლი კობახიძემ ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტთან ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის გეგმები განიხილა, რომელსაც მომავალ წელს თბილისი უმასპინძლებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, – ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან შეხვედრაზე განიხილა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს.
კონტინენტის პირველობაზე, რომელიც თბილისში მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება, ევროპის არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს