ირაკლი კობახიძემ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა, "ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში


ავტორი
Front News საქართველო
იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან მერობის ახალი კანდიდატები დაასახელა ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში, ხოლო, დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში, მმართველი გუნდის კანდიდატები კვლავ მოქმედი მერები ან მერის მოვალეობის შემსრულებლები არიან.
"ქუთაისში: დავით ერემეიშვილი, საჩხერეში: ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში: გივი მოდებაძე, ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი, თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე, ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში: დავით ბახტაძე, ხონში: ლადო ჯურხაძე, წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე.
ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს