ირაკლი კობახიძემ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა.
ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კანდიდატებად მოქმედი მერები არიან წარდგენილი, რაც შეეხება ყვარელს, აქ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, ხოლო, თელავში - ვაჟა მაღრაძე.
"დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური, გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი, დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი, სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი.
ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე - ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




