ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური პარკის პროექტი დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა.
პარკის მშენებლობის ადგილზე დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გააცნო.
პარკის პროექტირების კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს. პარკში ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, დეკორატიული ტბები და შადრევნები.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია გარე განათებისა და სარწყავი სისტემის, ასევე უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს