ირაკლი კობახიძემ ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა.
საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველოს საგამოფენო სივრცეში ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ქვეყნის ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. გასტრონომიულ კუთხეში იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და კულტურული ღონისძიებები.
საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


