ირაკლი კობახიძემ მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს მუზეუმის ახალი კონცეფცია ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გააცნო.
კონცეფციის გათვალისწინებით, მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, ციფრული ფორმით წარმოდგენილია ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები, მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული საარქივო მასალა.
ამ ეტაპზე, კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა, მუზეუმის პერსონალის შერჩევა.
მცხეთის მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა არმაზის და ქსნის არქეოლოგიური ბაზები, სადაც დაცულია მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მუზეუმში მოწყობილია ველზე მოპოვებული მასალის დამუშავებისა და რესტავრაცია-კონსერვაციისთვის საჭირო ლაბორატორია.
საგამოფენო სივრცეებს ეტაპობრივად დაემატება ეროვნული მუზეუმის ფონდებში მცხეთის შესახებ არსებული მასალები.
მცხეთის მუზეუმში პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს