Logo

ირაკლი კობახიძემ პაატა სალიას, კახა გულედანს და რეზი სოხაძეს წარმატებები უსურვა

პოლიტიკა
2 დღის წინ / 11:32
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს – პაატა სალიას, კახა გულედანს და რეზი სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.

“მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს – პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები