
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო, სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრს დაესწრო.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
“ნიჩბოსნობის ბაზას არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად განვითარებას. ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ სფეროში და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატება. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩვენს წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. მინდა, თეა წულუკიანს გადავუხადო მადლობა, ისევე, როგორც ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”,- განაცხადა კობახიძემ.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 6 628 698 ლარია.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს