ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ვარლამ წიკლაური, ბორჯომში მამუკა გელაშვილი


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატებად მოქმედი მერები ჰყავს წარდგენილი. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ბორჯომში კი - მამუკა გელაშვილი.
"სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია: ადიგენში გოჩა ქიმაძე, ასპინძაში როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქში მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდაში ანივარდ მოსოიანი.
ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს