Logo

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

პოლიტიკა
682
Frontnews image description

ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს, – ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ქართველი ძიუდოისტების წარმატება.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება და ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატება მიულოცა.

“მე მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, როგორც ინდივიდუალურ ჭრილში, ასევე რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, გუნდურ ჭრილში – მათ მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება, გახდნენ ევროპის ჩემპიონები. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება. ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები